top of page
logo.png

          საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია ზრუნავს უწყვეტი განათლების
სისტემის განვითარებაზე, დარგის ექიმების პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე,
უნარ–ჩვევების განმტკიცებასა და გაუმჯობესებაზე.
ასოციაცია ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კონგრესებს, ატარებს
კონფერენციებს,თემატურ სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, დისკუსიებსა და სხვა
სახის აქტივობებს.
2014 წელს ასოციაციის ხელშეწყობით შეიქმნა და დამტკიცდა სარეზიდენტურო
პროგრამა „დერმატო-ვენეროლოგია“ (ხანგრძლივობა - 3 წელი - 33 თვე) -
https://www.moh.gov.ge/ka/538/
სადაც ასოციაციის ინიციატივით, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად,დერმატო-
ვენეროლოგთა სწავლებაში შეტანილი იქნა
დერმატოქირურგიის,დერმატოკოსმეტოლოგიის,ონკოდერმატოლოგიისა და
დერმატოპათოლოგიის საკითხების ფართო სწავლება. ამ ცვლილებების გამო დერმატო-
ვენეოლოგიამ შეიცვალა თერაპიული პროფილი და გახდა დამოუკიდებელი სპეციალობა.
2015 წელს შემუშავდა და დამტკიცდა:
- მუნის მართვის პროტოკოლი(ავტორი პროფ.თ ქიტუაშვილი)
- თავის თმიანი არის მიკოზების მართვის პროტოკოლი(ავტორი პროფ.თ.ქიტუაშვილი,
პროფ.ხ.კუდავა)
- ჭინჭრის ციება პროტოკოლი(ავტორი პროფ.თ.ებანოიძე)
https://www.moh.gov.ge/ka/guidelines/#;
საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციამ მოამზადა და წარადგინა
ჯანდაცვის სამინისტროში დასამტკიცებლად დერმატო-ვენეროლოგთა გადამზადების
მოკლე კურსები დერმატოკოსმეტოლოგიაში,პოდოლოგიაში,დერმატოქირურგიაში.
სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული განათლებისა და კვლევითი უნარების
გაუმჯობესების მიზნით ასოციაციის წევრები ჩართულები არიან საერთაშორისო
სამეცნიერო-კვლევებში.ყველა კვლევა ემსახურება ავადმყოფის მართვისა და
დაავადებათა პრევენციის გაუმჯობესების საკითხებს.
2015 წელს საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაციამ ივ.ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად,პირველად საქართველოში შექმნა და
გამოსცა დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასი ქართულ ენაზე.
2022 წელს საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაციისა და საქართველოს
დერმოსკოპიის ასოციაციის ერთობლივი თანადგომით პირველად საქართველოში
დაიბეჭდა და გამოიცა დერმოსკოპიის განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე.

bottom of page