top of page
logo.png

ისტორია


         არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,საქართველოსდერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია”, რომელმაც ფუნქციონირებადაიწყო კანისა და ვენ. სნეულებათა ს/კ ინსტიტუტის იურიდიულმისამართზე, როგორც მემკვიდრემ საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებისა, რომელიც დაარსდა 1993 წელს და რომელსაც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდააკადემიკოსი ლუბა შეწირული.საზოგაროების წევრები, რომლებიც არიან მემკვიდრენი იმ დიდიტრადიციებისა, რომლებიც კანისა და ვენსნეულებათა ს/კინსტიტუტმა შექმნა თავისი არსებობის 90 წლის განმავლობაში,აქტურად ღებულობენ მონაწილეობას დერმატო-ვენეროლოგიურისამსახურის გაუმჯობესების საქმეში.2006 წლის ივლისში ქ.ბათუმში თბილისის დერმატო-ვენეროლოგთასამეცნიერო პროფესიული საზოგადოების საერთო კრებისგადაწყვეტილებით საზოგადოებას შეეცვალა სახელი დადაფუძნდა,როგორც საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთაასოციაცია.2010 წლის 21 სექტემბრიდან ასოციაციამ გააგრძელა ფუნქციონირებაარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,საქართველოსდერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის“ სახელით, რომელსაც თავისიარსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, როგორც ქ.თბილისში, ასევერესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებში, ამათგან სამი _აკრედიტირებული.საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია სისტემატურადღებულობს მონაწილეობას მედიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო –პრაქტიკული სკოლა-კონფერენციის სემინარებში, აგრეთვე აქტურადთანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, კერძოდ,სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საერთაშორისოორგანიზაციასთან (IUSTI), ევროპის დერმატოვენეროლოგთააკადემიასთან (EADV),დერმატოლოგთა საერთაშორისო ლიგა(ILDS)და სხვა.ჩატარებული აქვს 60-ზე მეტი კონფერენცია,მათ შორის მსოფლიომნიშვნელობის:23-25 სექტემბერი,2010 წელი, 25 th IUSTI Europe Congress, თბილისი4-6 ოქტომბერი, 2012 წელი. ტელედერმატოლოგიის მე-4 მსოფლიოკონგრესი. ქ.თბილისი.29 სექტემბერი-01 ოქტომბერი,2022წელი. 35 th IUSTI-EuropeCongress. ქ. თბილისი.ასოციაციის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ჰუმანიტარულ აქციებში, კერძოდ, მოსახლეობის მასობრივ სამედიცინო გასინჯვებში, აგრეთვე აქტიურად თანამშრომლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების (აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის, უკრაინის, ბელორუსიის, ლიტვის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ, შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის) კოლეგებთან. აქტიური თანამშრომლობისთვის ზოგიერთი მათგანი მიღებულია ასოციაციის საპატიო წევრად. ასოციაციას აქვს თავისი ბეჭვდითი ორგანო: ჟურნალი "News Caucasian Dermatology and Venereology", რომელიც გამოდის რუსულ - ინგლისურ ენებზე.

bottom of page